12:24:10     26-07-2011
ესპანური დებიუტი
1936 წლის აგვისტოში, გერმანიის ხელისუფლებამ, ესპანეთში ფაშისტური რეჟიმის მხარდასაჭერად, ლეგიონი "კონდორი" გაგზავნა. საავიაციო შენაერთი He-51-ის ტიპის თვითმფრინავებით იყო შეიარაღებული. მაგრამ საბჭოურ И-15 და И-16 ტიპის გამანადგურებლებთან შეხვედრისას ისინი როგორც წესი მარცხდებოდნენ. ვითარების გამოსასწორებლად გერმანელები ესპანეთში იმ მომენტისთვის უახლეს გამანადგურებელს Bf-109-ს გზავნიან და ზუსტად 7 კვირის თავზე, გერმანულმა თვითმფრინავებმა ესპანეთის ცაზე, სრული უპირატესობა მოიპოვეს.
1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე, გერმანიას როგორც დამარცხებულ მხარეს აეკრძალა სამხედრო ავიაციის განვითარება. განსაკუთრებული შეზღუდვა გამანადგურებლებზე დაწესდა.
იმ პერიოდში, მრავალი ევროპელი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა იტალიელი გენერლის ჯულიანო დუეს დოქტრინით სარგებლობდა. მის თანახმად, მომავალ ომებში გაიმარჯვებდა ის იქნებოდა, ვინც პირველი გაანადგურებდა ან დაებატონებდა მოწინააღმდეგის სამრეწველო რესურსებს. ამ იდეების განხორციელება ბომბდამშენებს ევალებოდათ, რომლებსაც ასეულობით ტონა ბომბით, ქვეითი ჯარისთვის გზა უნდა გაეწმინდა.
ბომბდამშენებმა, სათანადო როლი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომისას ითამაშეს. შემდგომ პერიოდში, ისინი გამუდმებით უმჯობესდებოდა. მაშინ როცა საგამანადგურებლო ავიაციას ძალზე მწირი ყურადღება ეთმობოდა. 1930-იან წლებამდე, გამანადგურებლის იერი პირველი მსოფლიო ომის პერიოდისგან დიდად არ განსხვავდებოდა. თუმცა ბომბდამშენები წარმოუდგენლად შეიცვალნენ. Aმიერიდან, მათ მეტალის პლანერი და 2 ან 3 ძლიერი ძრავა გააჩნდათ.
1930-იანი წლების შუა ხანებისთვის, ბრიტანელები "გლადიატორის" ტიპის ბიპლანებზე, მათი საბჭოთა კოლეგები კი - პოლიკარპოვის კონსტრუქციის И-15 და И-16-ზე დაფრინავდნენ. ამერიკელებმა და ფინელებმა "ბაფალოს" ათვისება დაიწყეს, რომელიც 5-7 წლით ადრე შექმნილ სპორტულ თვითმფრინავებს წააგავდა.
იმავე პერიოდში, გერმანიაში He-51-ი შეიქმნა. სპორტულ თვითმფრინავში გამანადგურებლის იერის ამოცნობა რთული არ იყო. გამოცდილი პილოტის ხელში კი ის პრაქტიკულად იდეალური თვითმფრინავი იყო. შეზღუდვების მიუხედავად, 1924 წლიდან, გერმანია მფრინავებს საზღვარგარედ მალულად ამზადებდა. ყველაზე მეტად, თავი ამ საქმეში საბჭოთა კავშირმა გამოიჩინა. ლიპეცკში, სპეციალური საიდუმლო სამხედრო ბაზა შეიქმნა, სადაც გერმანიიდან ჩამოსულ მფრინავებს ამზადებდნენ. თანამშრომლობა ორმხრივი იყო – სანაცვლოდ მოსკოვი ტექნიკას, ჩარხებს და აღჭურვილობას ღებულობდა.
მაგრამ 1930-იანი წლებისთვის, მოსკოვსა და ბერლინის ურთიერთობას წყალი შეუდგა და 1933-ში ბაზა დაიხურა. მაგრამ გერმანიის ახალ ლიდერს – ადოლფ ჰიტლერს სხვისი დამხარება აღარ სჭირდებოდა. ევროპული საზოგადოების აზრის მიუხედავად, ის გერმანიის სამხედრო მრეწველობას დინამიური ტემპებით ანვითარებდა.
ლუფტვაფე (ასე ეწოდა ეგრმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებს) სრულიად განსხვავებული სტრუქტურით იქმნებოდა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიაში შეიარაღებული ძალები ეს დანაყოფი სრულიად დამოუკიდებელი იყო. მას გააჩნდა საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რადიოლოკაციური ნაწილები, სადესანტო დანაყოფები. პარალელურად მთელს გერმანიაში დაწყებული იყო საავიაციო ქარხნებისა და აეროდრომების მშენებლობა.
ლუფტვაფეს თეორეტიკოსებიც დუეს იდეების მიმდევრები იყვნენ და გამანადგურებლებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ამიტომაც იყო რომ პროფესორ ვილი მესერშმიდტის მიერ შექმნილ გამანადგურებელს, ყველა სკეპტიკურად უყურებდა.
1935 წლის აგვისტოში პირველი "მესერშმიდტი-109" მზად იყო პირველი ფრენისთვის. Bf-109-ში იმ პერიოდისთვის აეროდინამიკის ყველა მიღწევა იყო გამოყენებული. გამანადგურებლების მიმართ არსებულ შეხედულებებს ის ყველნაირად არ შეესაბამებოდა. მაგრამ სწორედ Bf-109 გახდება შემდგომი ათწლეულის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო თვითმფრინავი თავის კლასში. სიჩქარესა და საბრძოლო ეფექტურობაში მას ბადალი არ ყავდა. ავტორებმა მისი კორპუსი მაქსიმალურად მსუბუქი შექმნეს და მასზე იმ მომენტისთვის გერმანიაში არსებული ყველაზე ძლიერი ძრავა დააყენეს. საგამანადგურებლო ავიაციის ინსპექტორი ერნსტ უდეტი, თავიდან ამ თვითმფირნავის ოპოზიციონერების რიცხვში იყო. მაგრამ რამოდენიმე გაფრენის შემდეგ თავისი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა.
ამიერიდან სკეპტიკოსთა რიცხვი სულ უფრო მცირდებოდა, Bf-109-ის მომხრეებისა კი პირიქით - იზრდებოდა. სულ მალე გერმანელებს ახალი თვითმფრინავის რეალურ პირობებში გამოცდის საშუალება მიეცათ. ახალმა თვითმფრინავმა მისი გამოყენების ახალი ტაქტიკის შექმნაც განაპირობა. გამანადგურებელი შემტევ იარაღად იქცა და ჰაეში უპირატესობის მოპოვება უკვე მასზე იყო დაკისრებული. ეს კონცეფცია კარგ თვითმფრინავებთან ერთად გაწვრთნილ პილოტებსაც მოითხოვდა. გერმანელები პირველები მიხვდნენ რომ თვითმფრინავში მთავარი - პილოტია.
1939 წლის 1 სექტემბერს გერმანული თვითმფინავები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. განგაშზე ბალიცეს აეროდრომიადნ ჰაერში ორი პოლონური გამანადგურებელი აფრინდა. აქედან ერთ-ერთი ბომბდამშენიდან გამოშვებულმა ტყვიამფრქვევის ჯერმა შეიწირა. მეორემ კი – ორი გერმანული თვითმფრინავის ჩამოგდება შესძლო.
ასე დაიწყო ჰაერში მეორე მსოფლიო ომი. პოლონელებს არც თვითმფრინავები და არც გამოცდილება ქონდათ, რომ გერმანელებს გამკლავდებოდნენ. თუმცა საჰაერო ბრძოლიდან ბოლო მომენტამდე არ გამოდიოდნენ. 6 სექტემბრისთვის პოლონელებმა 38 გერმანული ბომბდამშენის ჩამოგდეს. მაგრამ ძალთა თანაფარდობა აშკარად გერმანელების მხარეს იყო. მართალია პოლონეთი მალევე დამარცხდა. მაგრამ გერმანიას ეს გამარჯვება 285 თვითმფრინავის ფასად დაუჯდა.
გერმანიის წარმატების მიუხედავად, საფრანგეთი იმედს არ კარგავდა. პოლონელებთან შედარებით მისი სამხედრო ავიაცია უკეთეს მდგომარეობაში იყო. 1940 წლის 10 მაისისთვის, დასავლეთზე შეტევის განსახორციელებლად, გერმანიამ 4050 თვითმფრინავს მოუყარა თავი. არც აქამდე და არც ამის შემდეგ გერმანიას თვითმფრინავების ასეთი რაოდენობა არ გამოუყენებია. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც კი მხოლოდ 3509 თვითმფრინავი იყო გამოყოფილი.
ძლიერი დარტყმებით, გერმანელები ფრანგული აეროდრომების დაზიანებას ცდილობდნენ. მაგრამ ყევლაფერი არც ისე მარტივი იყო. ფრანგული სამხედრო ავიაცია კარგად იყო ორგანიზებული და გამოცდილი პილოტებიც ყავდა. ფრანგებს ბრიტანელებიც ეხმარებოდნენ. მართალია საბოლოო ჯამში საფრანგეთი დაეცა მაგრამ გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეს გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდათ.
საფრანგეთისთვის გამართულ საჰაერო ბრძოლებში, Bf-109 პირველად შეხვდა ღირსეულ მეტოქეს, ბრიტანულ გამანადგურებელ "სპიტფაიერს". შეიარაღებაში 1939 წელს მიღებული თვითმფრინავი თავისი შესაძლებლობებიდ გერმანელ "კოლეგას" არ ჩამოუვარდებოდა. ფრანგებს ვერც ბრიტანელებმა უშველეს. გერმანული სახმელეთო ჯარების შემოტევები ფრანგებს უკან ახევინებდნენ. ბოლოს ინგლისელებმა მატერიკზე საკუთარი ჯავშანტექნიკა თითქმის სრულად მიატოვეს და დიუნკერკის პორტიდან ევაკუაცია მოახდინეს. 3 ივლისს პარიზმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
ჰიტლერის შემდგომ სამიზნეს ბრიტანეთის კუნძულები წარმოადგენდნენ. ამიერიდან ლუფტვაფეზე განსაკუთრებული იმედები მყარდებოდა. ოპერაცია "ზღვის ლომის" დაწყების წინ, გერმანულ სამხედრო თვითმფრინავებს ბრიტანეთის ცაში სრული უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ.
1940 წლის 10 ივლისს გერმანულ ბომბდამშენთა ჯგუფი დაახლოებით 50 გამანადგურებლის თანხლებით ჰაერში აფრინდა. მათ მიზანს ქალაქ დუვრთან ახლოს მდებარე პორტი წარმოადგენდა. მათთვის გზის გადასაჭრელად 30 ბრიტანული გამანადგურებელი აფრინდა. ასე დაიწყო შერკინება, რომელიც ისტორიაში "ბრძოლა ბრიტანეთისთვის" სახელით შევიდა.
0