უხანში კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების ათეულობით ფაქტი ფიქსირდება უხანში კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების ათეულობით ფაქტი ფიქსირდება />


  11:42:47     24-02-2020

უხანში კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების ათეულობით ფაქტი ფიქსირდება

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირების 195 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

0

ავტორი: