10:45:55     20-02-2020
"გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება"
გაძლევთ განარტის, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება აუცილებელია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც დღეს საპატიმრო დატოვა.
მერაბიშვილმა ახლობლებ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მათ მხარდაჭერით შეინარჩუნა რწმენა და მომავლის იმედი.
„მათ მხარდაჭრითა და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა იმედი და რწმენა რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთის რომ ეს რეჟმი ქვეყანას დღესვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ განარტის, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება აუცილებელია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, გაქრეს უიმედობა“, - თქვა მერაბიშვილმა.
0