პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი />


  14:39:27     14-02-2020

პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.გ. დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ფოცხვერაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ ი.გ.-მ ბოლო 2 კვირის განმავლობაში,  თბილისში, სხვადასხვა დროსა და ადგილზე, მოიპარა მოქალაქეების კუთვნილი  2 ველოსიპედი, 1 მოპედი და კიდევ 1 მოპედის მოპარვა სცადა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მიერ მოპარული 2 მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0

ავტორი: