14:59:05     05-02-2020
ავსტრიაში, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი საავადმყოფოდან გაიქცა - ქალს პოლიცია ეძებს
ინციდენტი მოხდა ზალცბურგში. პაციენტი, რომელზეც ეჭვობენ, რომ კორონავირუსი აქვს, წუხელ საავადმყოფოდან გაიქცა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
31 წლის ავსტრიელი ქალი საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში სამშაბათს მიიყვანეს. მისი სისხლის ანალიზის პასუხი დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
გაქცეულს ავსტრიის პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
0