10:48:18     30-01-2020
არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით ე.წ. სუტინიორი და ტაქსის მძღოლი დააკავეს
არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში, 1996 წელს დაბადებული მ.ფ., 1973 წელს დაბადებული მ.გ. და 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს.
შსს ინფორმაციით, „ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.
სამივე ბრალდებული - დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“.
არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
0