11:58:07     20-01-2020
"ქმარი სცემდა, ძმა სახლში არ უშვებდა და ნათესავთან ცხოვრობდა" - რას ჰყვებიან ახლობლები სურამში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის გოგონაზე?

სურამში ქმრის მიერ ნაჯახით მოკლული 26 წლის ბეტა ნაჭყებიას შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება.
ოჯახის ახლობლის თქმით, ბეტა ძალიან შრომისმოყვარე გოგო იყო. ახლობელი ამბობს, რომ ის ქმრის ოჯახში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა. "ამბობდა, ისეთი აუტანელი ოჯახია, იქ ვერ გავჩერდებიო, თუმცა, ქმრის ბებიას სურამში, სახლში აკითხავდა და მოხუცს სახლს ულაგებდა" - აცხადებს ახლობელი ქალბატონი.
ახლობლის თქმითვე, ბოლო დროს კონფლიქტი ჰქონდა ძმასთან, რის გამოც ბოლო ორი თვე სენაკში, ნათესავთან ცხოვრობდა. უთანხმოების მიზეზი კი იყო ის, რომ გოგონას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა.
სამართალდამცველებმა ბეტა ნაჭყებიას ყოფილი ქმარი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
"გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბეტა ნაჭყებიას ცხედარი მამის სახლში, ხობის რაიონში სოფელ ქვემო ქვალონშია დასვენებული. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას ძმა სახლში ჟურნალისტებს არ უშვებს და არც მამა აკეთებს კომენტარს.
0