14:25:51     14-01-2020
მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში მელორ ვაჩნაძე დააკავეს.
როგორც ირკვევა, საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვაჩნაძე უკვე 6 თვეა პატიმრობაშია.
ვაჩნაძემ საპატიმროდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ის მომხდარის შესახებ ჰყვება. მას არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, თუმცა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
"ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს," - ამბობს ვაჩნაძე.
მელორ ვაჩნაძე 2019 წლის დასაწყისში, გერმანიაში ყოფნის დროსაც დააკავეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მაღაზიაში ფეხსაცმლის მოპარვა ედება ბრალად.
0