10:16:52     06-12-2019
ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 33 წლის სვიმონ ქავთარაძე პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც დიდი ოდენობით, 40 აბ მეტადონზე დანაშაული საკუთარ თავზე მისმა ახლობელმა აიღო.
ბერ-მონაზვნის ნაცვლად დაკავებულ რომან მალანიას გუშინ ზუგდიდის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 10 წლამდე პატიმრობა ელის.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 დღის წინ ზუგდიდში მოხდა, ბერ-მონაზონმა ამანათი მეგობარ რომან მალანიას გადასცა და თბილისში წაღება სთხოვა. ადგილზე მალევე პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და დაკავების ოპერაცია დაიწყეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ბერის მეგობარმა, მალანიამ აიღო.
ბერ-მონაზვნის წინააღმდეგ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტომ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
0