ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს - ექსკლუზიური დეტალები მკვლელობის ადგილიდან ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს - ექსკლუზიური დეტალები მკვლელობის ადგილიდან />


  23:53:19     26-11-2019

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს - ექსკლუზიური დეტალები მკვლელობის ადგილიდან

a94991.jpg

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. მოკლილია ორი პოლიციელი. შემთხვევა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. 

ორმაგ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. 

 პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძე, კერძოდ კი ძმიშვილის ქმარი, გვარად მანდარიაა (კარლო კოპალიანის ძმიშვილი გამგებლის მოადგილეა). 

ხოლო მეორე მოკლული ლენტეხიდანაა. 

ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. 

"მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.

0

ავტორი: