15:36:11     20-11-2019
სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაშავებულს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველთა განცხადებით ქუჩაში მდგომ მამაკაცთან რამდენიმე პირი მივიდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ჩხუბის შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა.
დამნაშავე სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არ არის.
0