20:38:05     17-11-2019
"ლევან აბაშიძეს კონფლიქტი ჰქონდა დასთან" - ვაკეში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა.
დღეს საღამოს კი მეზობელმა სცადა ოჯახთან კომუნიკაცია, რადგან სახლიდან არავინ უპასუხა, მან სამაშველო სამსახური გამოიძახა.
მეზობლების თქმით, ლევან აბაშიძე დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან, მას კონფლიქტი ჰქონდა დასთან და ვარაუდობენ, რომ დედის და დის მკვლელობაც სწორედ დასთან, თაკო აბაშიძესთან კონფლიქტს უკავშირდება. მათი მკვლელობის შემდეგ კი არსებული ინფორმაციით, ლევან აბაშიძემ თავი მოიკლა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალბატონი თსუ-ს პროფესორი ირინე გედევანიშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აკეთებს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს 109-ე და 236-ე მუხლებით.
0