12:41:11     15-11-2019
ამ დროისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა 15-მა დეპუტატმა დატოვა
ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა.
ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე; გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე.
ყოფილი უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა მისცა და არ შეასრულა.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.
0