ემზარ კვიციანის ძმისშვილი ნოდარ ცხადაძეს, სავარაუდოდ, ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა - საზარელი საქმის დეტალები ემზარ კვიციანის ძმისშვილი ნოდარ ცხადაძეს, სავარაუდოდ, ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა - საზარელი საქმის დეტალები />


  09:37:03     14-11-2019

ემზარ კვიციანის ძმისშვილი ნოდარ ცხადაძეს, სავარაუდოდ, ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა - საზარელი საქმის დეტალები

a94676.jpg

სამართალდამცავებმა ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. 

როგორც ირკვევა, კვიციანი თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული. მას პოლიცია ორი დღეა ეძებდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიციანმა მკვლელობის შემდეგ საქართველოს ტერიტორია დატოვა.

გავრცელებული ცნობითვე, ბექა კვიციანმა, რომელიც მოკლული ცხადაძის შვილის ნათლიაა, ცხადაძეს ისანში მიაკითხა. იქ გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია ჰქონდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხადაძე კვიციანს ავტომანქანაში სიცილით ჩაუჯდა და მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ შეუმჩნევიათ. ამ დროისათვის, არსებობს ვარაუდი, რომ  ბექა კვიციანი ნოდარ ცხადაძეს ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა.

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე ორი დღის წინ იპოვეს. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

0

ავტორი: