დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა, ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა  „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა, ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა />


  13:46:18     04-11-2019

დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა, ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა

a94384.jpg

კრიმინალური შემთხვევა ახალქალაქში. ცნობილი ხდება რომ ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა, დავით მკოიანმა ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა.

ინციდენტი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ახალქალაქის ბაზართან, დღის საათებში, მოწმეების თვალწინ მოხდა. 

[I=2]„დეპუტატის ვაჟი ოთხ ახლობელ მამაკაცთან ერთად თავს დაესხა უცნობ პიროვნებას და ფიზიკურად გაუსწორდა. 

ისინი „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემდნენ უცნობ მამაკაცს. დაშავებული ახალქალაქის  საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავი ჰქონდა გატეხილი“, - გვიყვება თვითმხილველი.

2 ნოემბერს მომხდარ კრიმინალურ ფაქტზე, როდესაც თვითმხილველის თქმით, მკოიანის შვილმა ოთხ პირთან ერთად „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა უცნობი მამაკაცი,  გამოძიება არც ამჯერად ჩქარობს დამნაშავის დაკავებას. 

„დიახ, მოხდა ეს ამბავი, თუმცა, მსგავსი შემთხვევები აქ ძალიან ხშირია. ბანდიტური დაჯგუფება აქვს მკოიანის შვილს და ხშირად ხდება საქმის გარჩევები. 

რაც შეეხება ამ ინციდენტს, პოლიცია, ადგილზეც იყო მისული, მაგრამ პოლიციაც მათ ხელშია, ამიტომ არც არაფერი რეაგირება მომხდარა“, - განუცხადა პრესა.ჯის ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის ორგანიზაციის ლიდერმა, მელიქ რაისიანმა.

პრესა.ჯი მკოიანის შვილის მიერ მონაწილეობით მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ შსს-საც დაუკავშირდა. 

შსს, ჩვენი კითხვის საპასუხოდ ახლაც იმას არკვევს, რა მოხდა 2019 წლის 2 ნოემბერს ბაზართან და დაიკითხა თუ არა, ახალგაზრდა მამაკაცის სასტიკად ცემის ფაქტზე ენზელ მკოიანის შვილი, დავით მკოიანი. მიუხედავად იმისა მას შემდეგ, რაც შსს-ს დავუკავშირდით, უკვე რამდენიმე საათი გავიდა.

ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ ენზელ მკოიანის გარემოცვა მსგავს კრიმინალურ ფაქტებში ადრეც რამდენჯერმე იყო შემჩნეული. თუმცა, რატომღაც ისე ხდება რომ პოლიცია მათ ხელს არ ან ვერ ჰკიდებს. 

კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ენზელ მკოიანის ძმამ და მეგობრებმა იარაღის ტარით სასტიკად სცემეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები.

გამოძიება ფორმალურად დაიწყო, მაგრამ ამ დანაშაულის გამო ენზელ მკოიანის ძმა არ დაუსჯიათ. 

ქართულ ოცნებაში მკოიანი ერთერთ გავლენიან ფიგურად ითვლება. მისი შვილის ქორწილში, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ერევანში, მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. 

P.S: მოგვიანებით, შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი დაგვიკავშირდა და გვითხრა რომ ახალქალაქში, 2 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით.

0

ავტორი: