"საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ ბინის ქირა არ გადაიხადა, სახლის ნივთები დააზიანა და მოტყდა" "საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ ბინის ქირა არ გადაიხადა, სახლის ნივთები დააზიანა და მოტყდა" /> "/> " />


  16:58:37     03-11-2019

"საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ ბინის ქირა არ გადაიხადა, სახლის ნივთები დააზიანა და მოტყდა"

"მეგობრებო, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ ბინის ქირა არ გადაიხადა, სახლის ნივთები დააზიანა და მოტყდა. თითქმის 9500 ევროა დავალიანება.

[I=2]ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურადაც აცნობეს, მაგრამ ჩვენმა მინისტრმა რეაგირება არ მოახდინა. ყოფილი ელჩი დავალიანებას არ ცნობს...

გაუგონარი სკანდალია, თავისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და ბოლომდე გაბანძებული ქართული დიპლომატიით" - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე.

პრესა.ჯიმ იმ ბინის ფოტოებიც მოიპოვა, რომელშიც ხათუნა სალუქვაძე ელჩობის პერიოდში ცხოვრობდა. ბინა ლიეტუვას დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს.

[I=3] დიპლომატიური სკანდალის შესახებ უცხოური მედიაც იუწყება, თუმცა, დუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მიუხედავად იმისა რომ ხათუნა სალუქვაძეს, ვილნიუსის ცენტრში მდებარე აპარტამენტის ქირის დავალიანების სრულად დაფარვა დაეკისრა.

კერძოდ: მიმდინარე წლის ივლისში, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხათუნა სალუქვაძეს ფართის მეპატრონის სასარგებლოდ ქირის, სასამართლოს ხარჯებისა და ჯარიმების გადახდა დაევალა.

ყოფილმა ელჩმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, თუმცა, ქვეყანა ისე დატოვა რომ თანხა არ გადაიხადა. 

[I=4]საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ განაცხადა: "ის რაც უნდა გადაეხადათ, გადახდილია, ხოლო ის, რაც არ იყო გადასახდელი, არ გადაიხდება".

საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა.

ხათუნა სალუქვაძე საქართველოს ელჩი ლიეტუვაში 2013-2019 წლებში იყო. ის სულ ახლახანს გამოიწვიეს უკან.

0

ავტორი: