00:38:28     28-10-2019
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ძებნა მას შემდედ დაიწყეს, რაც 112-ში შევიდა შეტყობიონება, რომ 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი იყო ნაპოვნი.
“სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარი“,-აცხადებენ შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0