ქობულეთში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც არასრულწლოვან ცოლს სცემა ქობულეთში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც არასრულწლოვან ცოლს სცემა />


  14:25:02     27-10-2019

ქობულეთში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც არასრულწლოვან ცოლს სცემა

a94198.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ხ.ბ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან მეუღლეს – 2001 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში არაერთგზის ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

ავტორი: