მრავალმილიონიანი ქონების ჩამონათვალი, რომელიც ივანიშვილმა სუსის ამჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით დაირეგისტრირა მრავალმილიონიანი ქონების ჩამონათვალი, რომელიც ივანიშვილმა სუსის ამჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით დაირეგისტრირა />


  11:08:52     25-10-2019

მრავალმილიონიანი ქონების ჩამონათვალი, რომელიც ივანიშვილმა სუსის ამჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით დაირეგისტრირა

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდა რუსი ოლიგარქების მიერ შექმნილი პირამიდების ანალოგია. 

ქვეყნის არაფორმალური მმართველის ყველა საეჭვო კომპანიის კვალი, რომლის დახმარებითაც ის სხვადასხვა სახის ქონებას ისაკუთრებს, საბოლოოდ ოფშორამდე მიდის. 

ამ შემთხვევაში გაგაცნობთ შპს ოლდ სითის, შპს სოლოლაკი ჰილზის, შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და კიდევ რამდენიმე კომპანიების მიერ შეძენილი ქონების ნაწილს, რომელშიც პირადად მონაწილეობდა სუსის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი. სახელმწიფო სამსახურამდე ის სწორედ ივანიშვილსა და მის კომპანიებს ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ გახდა სუსის უფროსი და სწორედ ამიტომ გაბედა თავის მოადგილედ თავისივე ახლო ნათესავის, გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნა.   

ფაქტები

[I=3]2014 წლის 16 მაისი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზის სახელზე გადავიდა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 14-ში მდებარე ფართობი - 553 კვ.მ.

2014 წლის 19 მაისი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზის სახელზე გადავიდა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 14-ში მდებარე ფართი - 214 კვ.მ.

2014 წლის 11 ივნისი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, ბლექ სი რიზორთსმა დაირეგისტრირა სოფელ ნატანევში მდებარე მიწის ნაკვეთი - 100 ათასი კვ.მ.

2014 წლის 19 ივნისი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზის სახელზე გადავიდა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 12-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ფართი 776 კვ.მ.

2014 წლის 16 სექტემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 16-ში მდებარე ფართი - 580 კვ.მ.

2014 წლის 22 სექტემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 6-ში მდებარე ფართი - 410 კვ.მ.

2014 წლის 12 ნოემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 4-ში მდებარე ფართი - 444 კვ.მ.

2014 წლის 16 ნოემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 2-ში მდებარე ფართი - 439 კვ.მ.

2014 წლის 16 სექტემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 2-ში მდებარე ფართი - 101 კვ.მ.

2014 წლის 22 სექტემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 2-ში მდებარე ფართი - 105 კვ.მ.

2014 წლის 23 სექტემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 3-ში მდებარე ფართი - 105 კვ.მ.

2014 წლის 23 სექტემბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა დაირეგისტრირა კოჯრის ახალ გზაზე, ნომერ 3-ში მდებარე ფართი - 6416 კვ.მ (ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია).

2014 წლის 22 სექტემბერი, ნაკვეთი 94/10, 2014 წლის 27 აგვისტო, ნაკვეთი 7/4.

2014 წლის პირველი ოქტომბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი რაიზმა დაირეგისტრირა კოჯრის 13-ში მდებარე ნაკვეთი - 06/004.

2014 წლის პირველი ოქტომბერი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, სოლოლაკი ჰილზმა ბიზნეს ცენტრის მიმდებარედ კიდევ ერთი ნაკვეთი დაირეგისტრირა. კოჟრის ნომერ 5-ში, ხოლო 28 ოქტომბერს ნაკვეთი 07/010 გადაიფორმა.

2015 წლის 13 იანვარს სოლოლაკი ჰილზმა კოჯრის ახალი გზის ნომერ 1-ის მიმდებარედ გადაიფორმა მიწის ნაკვეთი, 12 იანვარს კი სოლოლაკის ხეივნის მიმდებარედ დაირეგისტრირა 1564 კვ.მ მიწა.

2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში კი, გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით შპს ოლდ სითი დეველოპმენტმა გადაიფორმა სხვადასხვა ფართები თავისუფლების მოედანზე, ნომერ 7-ში.

გრიგოლ ლილუაშვილის დამხარებით ივანიშვილის კომპანიებმა ოლდ სით-მა და თბილისი სითმა დაირეგისტრირეს ფართები ლესელიძეზე, გუდიაშვილზე, ჭავჭავაძეზე... 

დოკუმენტები

[I=4]მოვიპოვეთ დოკუმენტები, და აღმოვაჩინეთ რომ სოლოლაკი ჰილზის მესაკუთრეა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, დირექტორი შოთა ხიზანიშვილი. 

ხოლო საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის მესაკუთრეა პანამაში რეგისტრირებული კომპანია სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A., 754525 /პანამა/.

შპს ოლდ სითსაც, რომლის დირექტორია ივანე ბონდირევი, ასევე საქართველოს ტურიზმის განვიტარების ფონდი ფლობს, რომლის მფლობელიც ასევე პანამაში რეგისტრირებული კომპანია - სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.-ია. ზუსტად ეს კომპანიაა ივანიშვილის საკუთრება.

დირექტორები

ივანე ბონდირევი პარალელურად შპს მეცხრე არხი ინფოს, შპს ახალი კაპიტალის, შპს ძველი უბნის, შპს სანაპირო ხედის, შპს მანთაშევის რიგებისა და შპს სი ვიუ რესორთსის დირექტორია.

იგივე სქემაა ბლექ სი რიზორთსის შემთხვევაში, რომლის დირექტორი შოთა ხიზანიშვილია, მფლობელი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, ხოლო საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის მესაკუთრე პანამაში რეგისტრირებული იგივე კომპანია (სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.)

ამავე დროს, ბლექ სი რიზორთსის დირექტორი, შოთა ხიზანიშვილი, შპს თბილისი სითის, შპს პარაგრაფ შეკვეთილის, შპს პარაგრაფ თბილისი სითის დირექტორი და შპს ქი ლოჯისთიქს-სის მეწილეა.

P.S: მალე, ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო მიმართვიდან (2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ) ერთი წელი გავა. 

[I=2]2018-ში, ოლიგარქი თვალცრემლიანი გვპირდებოდა რომ მომდევნო ერთ წელიწადში ეკონომიკურ სიტუაციას გამოასწორებდა, შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს, შეამცირებდა სიღარიბეს, შეასრულებდა დაპირებებს...

თუმცა, სამწუხაროდ, მან ისევ მოატყუა ამომრჩეველი. ამ ხნის განმავლობაში მისი კლანი კიდევ უფრო გამდიდრდა, ხოლო ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა. 

მეტიც, პოზიტიური ცვლილებების ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლებამ 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, ახალგაზრდებს თვალები დათხარა, ხოლო 200-მდე აქტივისტი და 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაასისხლიანა.

0

ავტორი: