თერჯოლაში 36 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ტურისტს ჩანთიდან 2000 დოლარი მოჰპარა თერჯოლაში 36 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ტურისტს ჩანთიდან 2000 დოლარი მოჰპარა />


  23:01:36     20-10-2019

თერჯოლაში 36 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ტურისტს ჩანთიდან 2000 დოლარი მოჰპარა

a94031.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თერჯოლაში მდებარე სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.ქ.-მ მოპარული ფული ამავე კვების ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის უკან გადამალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, მის მიერ მოპარული და გადამალული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

0

ავტორი: