14:46:05     17-10-2019
ბოლნისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა

ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.
0