18:30:48     16-10-2019
გლდანში ორ მამაკაცს ჩაქუჩითა და დანით დაზიანებები მიაყენეს

თბილისში, გლდანში არსებულ ერთ-ერთ ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გაწერეს კლინიკიდან.
შსს-ის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
0