პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელმაც თბილისში უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელმაც თბილისში უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა />


  09:08:06     14-10-2019

პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელმაც თბილისში უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა

a93862.jpg

პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელმაც თბილისში, ვაკის რაიონში, უკრაინის მოქალაქე ტურისტ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თვითმხილველების მონაყოლით, კონფლიქტის მიზეზი ტაქსით მგზავრობის საფასური გახდა, რის შემდეგაც მძღოლმა ქალი ტაქსიდან გადმოაგდო და წააქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.

გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

0

ავტორი: