20:59:30     09-10-2019
მარიამ კუბლაშვილი: როცა ქალი მამისხელა კაცს გასაწირად იმეტებს, არ მიმაჩნია, რომ ამ ქალის წინაშე რაიმე სახის უხერხულობა უნდა მქონდეს
ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, გრძნობს თუ არა თავს უხერხულად, რომ ქალი ქალზე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს იცავს, ასე უპასუხა:
"დისკომფორტი არ მაქვს, როცა ქალი ადამიანს იმეტებს იმისთვის, რომ საკუთარი ნების განსახორციელებლად გაწიროს მამისხელა კაცი. დააბრალოს ის, რაც მას ნამდვილად არ ჩაუდენია, დაესხას თავს და შემდეგ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მე არ მიმაჩნია, რომ ამ ქალის წინაშე რაიმე სახის უხერხულობა უნდა მქონდეს," - განაცხადა ადვოკატმა.
მარიამ კუბლაშვილი თანამშრომელ ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს იცავს.
0