10:53:39     15-07-2019
პორტუგალიაში სამი ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს
პორტუგალიის ქალაქ პორტუს პოლიციამ სამი ქართველი ქურდი დააკავა, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დანაშაულებრივ ჯგუფებთან ჰქონდათ კავშირი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მათ ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ.
აღნიშნულმა სამკაციანმა ჯგუფმა ხუთი თვის განმავლობაში სულ ცოტა თორმეტი ბინა გაქურდა, ძირითადად, ქალაქ პორტუსა და მის შემოგარენში, სავარაუდოდ, ორიც ბრაგასა და ლისაბონში. ძირითადად იპარავდენ ფულს, ოქროს, საათებს და სეიფებს.
0