10:11:30     29-05-2019
ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს
ადგილობრივი მედიის ცნობით, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში პოლიციამ სამი ქართველი დააკავა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ეჭვმიტანილებზე პოლიციამ ძებნა გასული წლის დეკემბრიდან გამოაცხადა. ძალოვნებმა ისინი სათვალთვალო კამერებიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით დააკავეს.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ მძარცველთა ჯგუფი გასაძარცვად იმ სახლებს არჩევდა, რომელთაც ეზო და შუშებიანი კარები ჰქონდათ. გარდა ამისა, დამნაშავეთა ჯგუფი ქურდავდა ტანსაცმლის მაღაზიებს, რესტორნებს და აფთიაქებსაც.
ეჭვმიტანილების ბინებიდან პოლიციამ 9 ათასი ევრო, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღო.
0