შინ მომზადებული ჰამბურგერი შინ მომზადებული ჰამბურგერი />


  10:19:17     30-04-2019

შინ მომზადებული ჰამბურგერი

პური-ფუნთუშა - ჰამბურგერისთვის, 4 ცალი

ხორცის ფარში - 400 გ

ხახვი - 1 თავი

რეჰანი - 1 კონა

ოხრახუში - 1 კონა

ნიორი - 2 კბილი

კვერცხის გული - 1 ცალი

ზეთი - 2-3 ს/კ

საფანელი - 2 ს/კ

სალათის ფოთოლი - 4 ცალი

კეტჩუპი - 1-2 ს/კ

არაჟანი ან მაიონეზი - 1-2 ს/კ

ჰოლანდიური ყველის ფირფიტები - 4 ცალი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ტაბულა

მომზადების წესები

ფარშს შევურიოთ კვერცხის გული, აკეპილი ხახვი ნიორი, მწვანილი და სანელებლები, დავყოთ ოთხ გუნდად, მივცეთ მრგვალი, თხელი ფორმა, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ზეთდასხმულ ტაფაზე.

თითოეული ფუნთუშა გავჭრათ, წავუსვათ კეტჩუპისა და არაჟნის ნარევი, დავადოთ ყველის ნაჭერი, სალათის ფოთოლი და შემწვარი კატლეტი, წავუსვათ კვლავ კეტჩუპისა და არაჟნის ნარევი და დავაფაროთ ფუნთუშის მეორე ნახევარი. მივირთვათ მოზმადებისთანავე.

0

ავტორი: