16:10:47     01-04-2019
რუსული ავიაკომპანიის მფლობელი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის S7 AirSpace Corporation-ის მფლობელი ნატალია ფილევა გერმანიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
მაინის ფრანკფურტში ეგელსბახის აეროპორტში დაფრენისას კერძო თვითმფრინავმა Epic-LT-მა კატასტროფა განიცადა. რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი - 55 წლის ნატალია ფილევა ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.
ბორტზე ფილევას გარდა მამამისი და პილოტი იმყოფებოდენენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.
თვითმფრინავი საფრანგეთიდან ეგელსბახის კომუნაში მიფრინავდა.
0