11:05:19     05-07-2011
კრის ლი ჰემეტი – „მეტალიკას“ გიტარისტი
კირკ ლი ჰემეტი, 1983 წლიდან, ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფის, „მეტალიკას“ მთავარი გიტარისტია. სანამ „მეტალიკას“ შეუერთდებოდა, უკრავდა ჯგუფ „ექსოდუსში“.
კირკი სან-ფრანცისკოში, 1962 წლის 18 ნოემბერს, ფილიპინელი დედისა და ირლანდიელი საზღვაო ვაჭრის ოჯახში დაიბადა. სკოლა კალიფორნიაში დაამთავრა. ჰემეტი მუსიკალურმა ინტერესმა იმ პერიოდისთვის ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ თრეშ მეტალის სამყაროში მოახვედრა. 1980 წელს, მან ჯგუფი „ექსოდუსი“ დაარსა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ვოკალისტი პოლ ბალოფი, გიტარისტი გარი ჰოლტი, ბასისტი ჯეოფ ენდრიუსი და დრამერი ტომ ჰანტინგი.
ჰემეტი „მეტალიკაში“ მიიწვიეს 1983 წელს, მას შემდეგ, რაც ჯგუფიდან გაუშვეს დეივ მასტეინი, ალკოჰოლიზმისა და აგრესიულობისათვის. 2009 წლის 4 აპრილს, კირკი „მეტალიკის“ დანარჩენ წევრებთან, ჯემზთან, ლარსთან და რობერტთან, ასევე „მეტალიკის“ ყოფილ წევრთან, ჯეისონ ნიუსტედთან და ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი ბასისტის, კლიფ ბარტონის მამასთან ერთად, მიწვეული იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2003 წელს, კირკ ჰემეტი შეყვანილ იქნა „როლინგ სთოუნი“–ის, ყველა დროის ას საუკეთესო გიტარისტთა სიაში, მე-11 ადგილზე.
0