ბათუმში ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა ბათუმში ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა />


  10:10:23     20-02-2019

ბათუმში ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული თ.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული იმავე აპარატების საშუალებით ინტერნეტტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
0

ავტორი: