საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქ.თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები ღამის კლუბებში- „ბასსიანი“, „ხიდი“, „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნითიერებები.
სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს 9 წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს 8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს 8 წლით და მ.მ. -ს ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა.
0
ავტორი: