პოლიციამ ბარ „საქსესში“ ორი მოქალაქის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს: 1993 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს და 1996 წელს დაბადებულ პ.ს.-ს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
ავტორი: