16:03:51     04-10-2018
ანა ნაცვლიშვილის მამა: გრიგალაშვილია მკვლელი, მამამისი ახლაც პოლიციაში მუშაობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის განხილვამდე შელაპარაკება მოხდა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებსა და ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს შორის.
ნაცვლიშვილის ოჯახის წევრები ბრალდებულის ადვოკატის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა კომენტარმა გააღიზიანა.
"ეს არის მკვლელი! მამამისი კიდევ ისევ პოლიციაში მუშაობს", - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
სასამართლოს ჩვენებას ორი გამომძიებელი, მათ შორის, ირაკლი ფიფია მისცემს.
ასევე, გამოიკვლევენ წერილობით მტკიცებულებებს.
0