15:59:43     08-09-2018
მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამერიკულმა სასამართლომ ის რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად სცნო. ამის შესახებ „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე Yahoo Sports-ის ჟურნალისტი დენ ვეტცელი წერს.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის - რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.
0