ბათუმში, ლიფტში ახალგაზრდა ქალზე თავდასხმაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ლიფტში ახალგაზრდა ქალზე თავდასხმაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა />


  18:16:22     31-08-2018

ბათუმში, ლიფტში ახალგაზრდა ქალზე თავდასხმაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმში, ლიფტში ქალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ პირს, გერმან ჩერნიავსკის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება ჩერნიავსკის განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

არსებული ინფორმაციით, ის ახალგაზრდა ქალს აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თავს დაესხა და დაახლოებით 62 ჭრილობა მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

0

ავტორი: