გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მუქარასა და პოლიციელების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ მუსა ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ხუთი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მუსა ხანგოშვილის ადვოკატი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
პანკისში პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზე, რის გამოც ხანგოშვილს სასამართლომ 2-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა, განმარტებებს მისი ოჯახის წევრები აკეთებენ. მათი თქმით, ხანგოშვილი პოლიციის განყოფილებაში ძებნილი ძმის შესახებ დეტალების გასარკვევად მივიდა.
ცნობილია, რომ ანზორ გიშკაევს ყოფილმა ხელისუფლებამ წლების წინ პანკისში განვითარებული მოვლენების გამო, დაუსწრებლად 26-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას, რომ შესაძლოა ჩეჩნეთის პრეზიდენტთან მეგობრობის გამო ხანგოშვილი რამზან კადიროვს ხეობაში სპეციალურად გამოეგზავნა, ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.
5 აგვისტოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში ხანგოშვილი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მუსა ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს. მან საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
0
ავტორი: