7 თებერვალს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, დოდო გუგეშაშვილი კი - მძიმედ დაჭრეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა შეკვეთილი იყო.
მომხდარიდან თითქმის 5 თვე გავიდა, საინტერესოა, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, გამოიკვეთა თუ არა, მკვლელობის ახალი დეტალები და წაუყენეს თუ არა, ბრალი დამნაშავეს?
ამის გასარკვევად „პრესა.ჯი“ თავად დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა. აღმოჩნდა რომ გამოძიება წინ არ მიდის...
„პრესა.ჯი“: რა ხდება თქვენი შვილის მკვლელობის საქმეზე, დააკავეს თუ არა, ვინმე და გამოიკვეთა თუ არა, ახალი დეტალები?
[I=2]დოდო გუგეშაშვილი: სამწუხაროდ, ახალი არაფერია. არც მკვლელობის მოტივია ცნობილი და არც დამნაშავე დასჯილა ამ დრომდე.
სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ვგეგმავთ ამ საკითხებთან დაკავშირებით მე და ჩემი ადვოკატი პრესკონფერენციის ჩატარებას“.
აღსანიშნავია რომ ერთერთი ვერსიით, ნოდარ გუგეშაშვილი წლების წინ მომხდარ კონფლიქტს ემსხვერპლა და სავარაუდო დამნაშავეა პირი, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა.
თუმცა, გამოძიებამ დღემდე ვერ გაარკვია ვერც დამნაშავე და ვერც მკვლელობის მოტივი.
გამოძიება ჩავარდა გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეშიც. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გმირი გენერალი დღისით, საკუთარ კაბინეტში მოკლეს - საკონტროლო გასროლით.
გამოუძიებელია 2012 წლიდან დღემდე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დიდი ნაწილიც. მათ შორის ციხეში მომხდარი მკვლელობები, ეროსი კიწმარიშვილისა და „ხორავას ქუჩის საქმეც“.
0
ავტორი: