ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა />


  00:24:42     14-06-2018

ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა

2018 წლის 12 ივნისს ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია სახელწოდებით  - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". 

„მისასალმებელია, რომ მხარდაჭერის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს. იგი განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს - უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 81-მა, თავი შეიკავა 62-მა, ხოლო 16-მა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა. დანარჩენი ქვეყნები სხდომას საერთოდ არ ესწრებოდნენ. 

ქვეყნები, რომლებმაც დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა:

რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ბურუნდი, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბამბვე.

ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს: 

ალჟირი, არგენტინა, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბენინი, ბუტანი, ბოლივია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბრუნეი, ბურკინა ფასო, კაბო ვერდეს რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩილე, ჩინეთი, კოლუმბია, კოდ დივუარი, კვიპროსი, ეკვადორი, ეგვიპტე, ელ სალვადორი, ფიჯი, გვინეა-ბისაუ, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ისრაელი, ყაზახეთი, კენია, ყირგიზეთი, ლიბანი, ლესოთო, მადაგასკარი, მალაიზია, მონღოლეთი, მაროკო, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, ომანი, პაკისტანი, პანამა, პარაგვაი, პერუ, ყატარი, სამხრეთ კორეა, რუანდა, სენეგალი, სერბეთი, სინგაპური, შრი-ლანკა, სურინამი, შვეიცარია, ტაილანდი, ტუნისი, უგანდა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ტანზანია, უზბეკეთი, ზამბია.

მომხრე ქვეყნები:

ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბელგია, ბელიზი, ბულგარეთი, კანადა, კოსტა რიკა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ჯიბუტი, დომინიკის რესპუბლიკა, ესტონეთი, სვაზილენდი, ფინეთი, საფრანგეთი, გამბია, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, გაიანა, ჰაიტი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იამაიკა, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პაპუა-ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდავეთი, რუმინეთი, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სან მარინო, სან ტომე და პრინსიპი, საუდის არაბეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, ესპანეთი, შვედეთი, მაკედონია, ტოგო, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ურუგვაი, ვანუატუ, იემენი.

ქვეყნები, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ:

ავღანეთი, ანგოლა, ბოცვანა, კამბოჯა, კამერუნი, ჩადი, კომორის კუნძულების კავშირი, კონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ეთიოპია, გაბონი, განა, გრენადა, გვინეა, იორდანია, კუვეიტი, ლიბია, მალდივის რესპუბლიკა, მალი, მავრიტანია, მავრიტიუსი, მოზამბიკი, ნიგერი, პალაუ, სეიშელის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკა, სირიის არაბთა რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, აღმოსავლეთი ტიმორი, თურქმენეთი.
0

ავტორი: