10:53:43     13-06-2018
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება.
"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, კომისიის წევრები უკვე გაეცნენ საქმის მასალებს, რომელიც სასამართლოდან და პროკურატურიდან პარლამენტში გადაიგზავნა.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დადგინდება იმ პირების სია, რომლებიც კომისიამ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაკითხოს.
პარლამენტმა, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს დააკომპლექტა.
17-კაციან კომისიაში უმრავლესობით ( 9 წევრით ) “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, “ქართული ოცნება“ - უმცირესობით (6 წევრი).
კომისიაში არიან: ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ ერთი დეპუტატი, ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი.
ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
0