ოპოზიცია სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს ოპოზიცია სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს />


  14:39:26     07-06-2018

ოპოზიცია სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გადადგეს თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და მთავრობის მთელი შემადგენლობა, - ამ მოთხოვნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

ოპოზიცია კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

„სუბარი დღეს მინისტრის თანამდებობაზე კი არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს მთავარ პროკურატურაში დაბარებული და მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო უნდა იკითხებოდეს. რაც მთავარია ჩვენ უნდა ვუთხრატ სუბარს, რომ ის ვერ შეძლებს თავის ნათესავზე მირზა სუბელიანზე ხელის დაფარებას“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო შენგელია.
0

ავტორი: