6 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმირების გადაწყვეტილებას მიიღებენ.
რიგგარეშე სხდომა 13:00 საათისთვის არის მოწვეული. პრეზიდენტს დღესვე გაეგზავნება პარლამენტის მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა კვოტებს განსაზღვრავს, ამის შემდეგ კვოტებს ბიურო დაამტკიცებს, რის შემდეგაც პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.
დროებით საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმესთან დაკავშირებით იქმნება.
0
ავტორი: