10:49:14     09-06-2011
ნატოს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 8-9 ივნისს გაიმართება.
თავდაცვის მინისტერიალს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახსნის. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა წინასწარ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდაცვის მინისტრები ლიბიაში მიმდინარე ოპერაციის გარდა რეფორმების, თავდაცვის სფეროში ფინანსური რესურსების ეფექტურად დაგეგმვის და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.
მინისტერიალის მეორე დღეს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება. მონაწილეები ავღანეთში სტაბილურობის დამყარების გზებზე და გარდამავალ (ტრანზიციის) პროცესზე ისაუბრებენ. რასმუსენის განცხადებით, ალიანსის საბრძოლო მისია ეტაპობრივად მხარდამჭერი როლით შეიცვლება. ჯარების გაყვანა კი ორგანიზებულად და კოორდინირებულად იმ პრინციპების დაცვით მოხდება, რომელზეც ISAF -ის 48 პარტნიორი ქვეყანა შეთანხმდა.
მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან. 9 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალ გენერალ დევიდ პეტრეუსთან.
mod.gov.ge
0