10:43:33     08-06-2011
დიდებული და დრამატული ბაროკო
ბაროკო ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილიც, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს, დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახლოებით 1600 წლისთვის რომში და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად.
ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით - ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტერატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.
0