13:56:42     03-05-2018
სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
რუსულმა ავიაგამანადგურებელმა Су-30СМ სირიაში კატასტროფა განიცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, Су-30СМ-მა კატასტროფა ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში, ჰმეიმის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, რამდენიმე წუთში განიცადა. ორივე პილოტი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ ფრინველი გახდა, რომელიც ძრავში გაიჭედა.
0