სოფელ ვარიანში საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად ორი წლის ბავშვი დაშავდა სოფელ ვარიანში საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად ორი წლის ბავშვი დაშავდა />


  15:45:06     10-04-2018

სოფელ ვარიანში საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად ორი წლის ბავშვი დაშავდა

გორის რაიონის სოფელ ვარიანში, საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად 2 წლის ბავშვი დაშავდა. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, „გორმედის“ ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის განცხადებით, მცირეწლოვანს, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, თაბაშირის ტარება მოუწევს. 

0

ავტორი: