სანდრო ბრეგაძე: გულყრები მქონდა... ექიმები ხშირად გარკვეულ სამსახურებთან არიან შეკრულები სანდრო ბრეგაძე: გულყრები მქონდა... ექიმები ხშირად გარკვეულ სამსახურებთან არიან შეკრულები />


  13:16:37     23-03-2018

სანდრო ბრეგაძე: გულყრები მქონდა... ექიმები ხშირად გარკვეულ სამსახურებთან არიან შეკრულები

მე მქონდა გულყრები, თუმცა ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ე.წ. „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძე ინფორმაციას, რომ ის პოლიციაში სცემეს, უარყოფს.

„რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მე მქონდა გულყრები. სამწუხაროდ, სპეციალურად, გარკვეულმა სამსახურებმა ყველაფერი იღონეს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ამაში მე „რუსთავი 2“-ს არ ვადანაშაულებ. სამწუხაროდ, ექიმები არიან ხშირად შეკრულები. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მე მცემეს პოლიციაში, ეს ასე არ არის, მაგრამ იყო სერიოზული ზეწოლა. ერთი საათის განმავლობაში მე ვიყავი იზოლირებული, ისე რომ არ ვყოფილვარ ბრალდებული“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

0

ავტორი: