ნიკოლა სარკოზი: ჩემს ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ ნიკოლა სარკოზი: ჩემს ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ />


  13:09:42     22-03-2018

ნიკოლა სარკოზი: ჩემს ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ

საფრანგეთის პერზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შვილის მხრიდან, ექსპრეზიდენტის ცხოვრებას "ჯოჯოხეთად" აქცევს.

"მე ბრალს ყოველგვარი ფიზიკური მტკიცებულებების გარეშე მიყენებენ", - განაცხადა სარკოზიმ.

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილის განცახდებით, ის მზად არის დაამტკიცოს, რომ სხვა არალეგალურ ფონდებთან ერთად საფრანგეთის ექს პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას მამამისიც აფინანსებდა.

საიფ ალ-ისლამ კადაფის მტკიცებით, ის მოწმეა იმისა, თუ როგორ გადასცეს სარკოზის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს კლოდ გუანტუს ფული ტრიპოლიში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლა სარკოზის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
0

ავტორი: