14:23:59     25-12-2017
"ის ფორმები, როგორც დაიწყო სამინისტრომ კრიმინალთან ბრძოლა, არის აბსოლუტურად არაეფექტური"

"ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კრიმინოგენური ვითარების გამოსასწორებლად რეიდების მოძველებულ ფორმას ნუ გამოიყენებს.
როგორც ელენე ხოშტარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. რეიდები არის აბსოლუტურად არაეფექტური და ადამიანის უფლებების დარღვევის დიდ საფრთხეს შეიცავს.
„ერთი მხრივ, ცალსახად ძალიან კარგია, რომ ახალი მინისტრი კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას არ აბრალებს მედიას და საზოგადოებას. რეალურად მან აღიარა, რომ ქვეყანაში ეს გამოწვევა არის. თუმცა, ის ფორმები, როგორც დაიწყო სამინისტრომ ამ კრიმინალთან ბრძოლა და კონკრეტულად ვგულისხმობ ე.წ. რეიდებს, არის აბსოლუტურად არაეფექტური; უარესიც და ადამიანის უფლებების დარღვევის დიდი საფრთხეს შეიცავს.
ჩვენ ვიცით ეს ძალიან კარგად, გამოვლილი გვაქვს თავის დროზე. რეალურად, ეს არის მასიური საფრთხის შექმნა წესიერი მოქალაქეებისთვის, როდესაც პოლიცია გამოდის მასიურად ქუჩაში და არღვევს ადამიანის უფლებებს. მინისტრმა თავად თქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შს სამინისტროს მთავარი ამოცანაა კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად და ამიტომ ასეთი გზებით ჩვენ მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0