13:06:17     25-12-2017
"საპოლიციო კონტროლი არის საჭირო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის"

საპოლიციო კონტროლი არის საჭირო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, რომ დაცულად იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ქვეყანაში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
"საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდებოდეს კარგად ორგანიზებულად და იმ დროს და იმ ვითარებაში, როცა როგორც შს მინისტრმა განმარტა, მათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია და საჭიროა ამისთვის პრევენციული ღონისძიებების გამართვა. რა თქმა უნდა, ეს არის საჭირო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, რომ დაცულად იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი. ასეთი პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ტარდება და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დაცული იყოს ყველა პროცედურა და უფლებრივი თვალსაზრისით ბალანსი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის. მინისტრის განცხადებას, რომ მას აქვს ახლებური ხედვა, რომ იყოს ეს ბალანსი დაცული, მხარს ვუჭერთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, შსს-მ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი დაიწყო.
0