დღეს, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ეწვევა დღეს, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ეწვევა />


  09:54:59     25-12-2017

დღეს, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ეწვევა

a74687.jpg

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანისა და რიტა სარქსიანის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყება.

სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს - პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჟ სარქსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება,სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად,გაფართოებული ფორმატის შეხვედრები. სასახლეშივე გაკეთდება ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებები.

სერჟ სარქსიანი საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთამემორიალს

გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

0

ავტორი: